ლოზუნგით - "მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ფილარმონიიდან პარლამენტამდე მარში მიმდინარეობს

ლოზუნგით - "მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ფილარმონიიდან პარლამენტამდე მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს.
როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას დაიწყებენ.
პარლამენტთან საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში, 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და პროტესტის ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.