ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლობისტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა თითქოს სკანდალური ინფორმაციით გადაეფარათ" - რა კონკრეტული დავალება მისცა როზნერმა "ნაცმოძრაობას"

ლობისტმა ჯერემი როზნერმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით. ამის შესახებ სტატიას kvira.ge აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონტაქტზე არიან.
"კვირას" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ნიუსი და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ – ახალი სკანდალური ინფორმაცია - წერს გამოცემა "კვირა."
საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 2024 წელს შესამოწმებელ თანამდებობრივ პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაზე, რომელიც ამა წლის 12 იანვრით თარიღდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.