ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლიონი" - პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

"ლიონი" - პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, აქტიურმა კვარაცხელიამ, რომელმაც როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი გაიარა და ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის
გატანა დონარუმამ არ დაანება.
ლიონი - პსჟ
ამ ხუმრობის არსს ვერ ჩავწვდი, მაგრამ რატომღაც ამ თამაშს ადევს ჰოფენჰაიმი - შტუტგარტის რეპორტაჟის ხმა... სავარაუდოდ, იმაზე თუ მიგვანიშნებენ, რომ შეეძლოთ, სულაც ნეფთჩი-ფახთაქორის ხმა დაედოთ და სად ვიჩივლებდით?!... თუ ეგრეა, მადლობა, მაგრამ შემდეგში, პირადად მე, 1978-ის არგენტინა- ჰოლანდიის რეპორტაჟის ხმას ვარჩევდი...

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.