ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიმონი 85%-ით, კიტრი 56%-ით - რა გაძვირდა მაისში საქართველოში ყველაზე მეტად

ლიმონი 85%-ით, კიტრი 56%-ით - რა გაძვირდა მაისში საქართველოში ყველაზე მეტად

025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.
მაისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები და მომსახურება შემდეგია:
· ლიმონი - ზრდა 84.87%
· კიტრი - ზრდა 55.67%
· კივი - ზრდა 52.74%
· მზესუმზირას ზეთი - ზრდა 30.17%
· ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - ზრდა 26.95%
· კომბოსტო - ზრდა 26.71%
· კაკაო - ზრდა 25.74%
· ნაყინი - ზრდა 25.49%
· ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - ზრდა 23.31%
· საავადმყოფოს მომსახურება - ზრდა 21.58%.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.