ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლიმონათი ბორჯომისგან“ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია

„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება - Zenith Global's Annual InnoBev Awards-ზე მონაწილეობდა და 2 ნომინაციაში - „საუკეთესო პრემიალურ სასმელი“ და „პროდუქტის მარკეტინგული კამპანია“ გაიმარჯვა.
Zenith Global's Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და შეფუთვის მიმართულებებს.
საერთაშორისო ჟიურიმ 182 მონაწილესა და 37 ფინალისტს შორის, „ლიმონათი ბორჯომისგან“ ოთხ ნომინაციაში ფინალისტად, ხოლო ორი ნომინაციის გამარჯვებულად დაასახელა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.