ლილუაშვილი: ღარიბაშვილმა იმდენი მოიტყუა, მიკვირს, ყრილობის დარბაზიდან ცხვირი როგორ გამოატია
ის მიკვირს, ყრილობის დარბაზიდან ცხვირი როგორ გამოატია, იმდენი რამე მოიტყუა. ამის ჩამოთვლას რა აზრი აქვს. ღარიბაშვილმა ყველა საკითხზე მანიპულირებადი ციფრებით ისაუბრა [...] ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, პრემიერმინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტსაც რომ "აახია" ყველა მიღწევა და დღეს ორივე [ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე] ალაპარაკა, რომ ყველაფერი პოზიტიური, რაც საქართველოში განვითარდა, მისი დამსახურებაა - მაშინ, ნეგატიური რაც მოხდა, ეს ვისი დამსახურებაა?
ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას. ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.