ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ლილუაშვილი უკვე მოიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, თუმცა არც ერთი მისი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი არ მოსულა“ – ნანუკა ქაჯაია

,,ლილუაშვილი უკვე მოიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, თუმცა არც ერთი მისი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი არ მოსულა“ – ნანუკა ქაჯაია

ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია, რომელიც ზაჰესის იზოლატორთან იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
,,ლილუაშვილი უკვე მოიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, თუმცა იზოლატორთან არც ერთი მისი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი არ მოსულა. არ მოუტანიათ არაფერი, რაც პატიმარს სჭირდება: საჭმელი, სიგარეტი, წყალი, მოკლედ, არაფერი. არადა, ცოტა ხნის წინ რამდენი დაიბრალებდა მასთან მეგობრობას. ახლა მახსენდება აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების იზოლატორებში შესახლების პროცედურები, მეგობრებს კი არა, სრულიად უცხო ხალხს ნახავდით აქ, ყველაფრით ხელში რაც მათ დაკავებულ თანამებრძოლს ესაჭიროება.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.