ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლილუაშვილი: ლარის კურსი ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვით

ლილუაშვილი: ლარის კურსი ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვით

გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის თქმით, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით.

"ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით, რაც მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე  მთელი 2023 წლის განმავლობაში.

დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2-ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.

არჩევნების გაყალბების შედეგად, ქართული ოცნების მცდელობა, გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნური პოლიტიკის შედეგად შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის,  გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს მხრიდან 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით" - თქვა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.