არქივი28 იანვარი, 2025, 17:25
„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა.
ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
www.interpressnews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.