ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.
“ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყოველ ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია.
ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19 :21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.
ჩვენ გუშინ, დაახლოებით 4:00 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა.
მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.