ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლილოს შემოვლითი, თბილისიდან დასავლეთისკენ გასასვლელი ახალი გზა - რომელი საგზაო პროექტების დაწყება იგეგმება წელს?

ლილოს შემოვლითი, თბილისიდან დასავლეთისკენ გასასვლელი ახალი გზა - რომელი საგზაო პროექტების დაწყება იგეგმება წელს?

მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2025 წლის ბიუჯეტში ჩამოთვლილია ის საგზაო პროექტები, რომელთა დაწყებაც წელს „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
2025 წელს დაიწყება: ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელისა და თბილისიდან დასავლეთისკენ ახალი გასასვლელის, ასევე ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა
„ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს.
· თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით 2025 წელს დასრულდება მონაკვეთების მიმდინარე მშენებლობა და დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა; დასრულდება თბილისი-რუსთავის დარჩენილი 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა;
· დაიწყება და დასრულდება რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობა და დაიწყება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად დასრულდება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის მონაკვეთების მშენებლობა;
· დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა; ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და თბილისიდან დასავლეთისკენ ახალი გასასვლელის მშენებლობა;
· სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით დასრულდება ქვეშეთი-კობის პროექტი და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი; დაიწყება წიწამური-ჟინვალის გზის მონაკვეთის მშენებლობა.
აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები კახეთის მაგისტრალის მიმართულებით. 2025 წელს გაიხსნება დამატებით 17-კმ-იანი გზა. დაიწყება ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი(ჩუმლაყი)-თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა,“ - აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტში.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.