ლილე ლიპარტელიანი – გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ

გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.
როგორც ლილე ლიპარტელიანმა აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სუს-ის მითითებებს ასრულებს.
„გიორგი კალანდარიშვილი თუ თვითონ თვლის, რომ მართალია, არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერა და ისეთი პრესკონფერენციების ჩატარება, როგორიც მამუკა მდინარაძემ ჩაატარა, მაგრამ ის პირდაპირ მიბმულია მმართველ პარტიასთან, აჟღერებს იმას, რაც მმართველ პარტიას უნდა. იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ის რაც ჩვენი დემოკრატიისათვის არის მნიშვნელოვანი, უკვე წლებია, გიორგი კალანდარიშვილი სუს-ის მითითებებს ასრულებს. ასევე, მის დისკრედიტაციას ჩვენ კი არ ვახდენთ, თავად ახდენს, როდესაც მმართველი პარტიის ტელევიზიაში ჯდება და იმ ზღაპრებს ჰყვება, რასაც ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ