ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური და განადგურებულია ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი – IDF

IDF-ის [ისრაელის არმია] ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც “ჰეზბოლა” ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.
მათივე ინფორმაციით ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფი.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განადგურებული გვირაბს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.
სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურაც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.