ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიზა ბათიაშვილი: მინდა დღეს საღამოს ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, ვინც ამ წუთებში აქციაზე დგანან (ვიდეო)

ლიზა ბათიაშვილი: მინდა დღეს საღამოს ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, ვინც ამ წუთებში აქციაზე დგანან (ვიდეო)

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა გუშინ პარიზის ფილარმონიაში სოლიდარობა გამოუცხადა აქციაზე მდგომ ქართველ მომიტინგეებს და თქვა, რომ ისინი რუსული გავლენის წინააღმდეგ და ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვიან.

ლიზამ პარიზის ფილარმონიაში გამართული კონცერტის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას მიმართა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს ბახის კანტატა „გიხმობ შენ, უფალო ისეო ქრისტე“ მიუძღვნა.

„მე მინდა დღეს საღამოს ჩემი ბისი ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, იმ მამაც ადამიანებს, ვინც ამ წუთებში აქციაზე დგანან და ევროპული ფასეულობებისთვის და რუსული გავლენის წინააღმდეგ იბრძვიან" - თქვა ლიზა ბათიაშვილმა  

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.