ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა შესაძლოა, ინგლისური გუნდი ჩაიბაროს

"ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა შესაძლოა, ინგლისური გუნდი ჩაიბაროს

Football Insider-ის ცნობით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის ერთ-ერთმა ასისტენტმა ჯონი ჰეიტინგამ შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი "ვესტ ბრომვიჩი" ჩაიბაროს.
"ალბიონი" ახლახანს დამრიგებელმა კარლოს კორბერანმა დატოვა, რომელმაც "ვალენსიას" მიაშურა და კლუბს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება.
ჰეიტინგას დამოუკიდებლად სამწვრთნელო პრაქტიკა არ გააჩნია. ის "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდებს ხელმძღვანელობდა და "ვესტ ჰემში" დევიდ მოიესის ასისტენტი გახლდათ.
"ლივერპულში" არნე სლოტის დანიშვნის შემდეგ კი ის ნიდერლანდელი თანამემამულეს ერთ-ერთი თანაშემწეა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.