არქივი27 მაისი, 2025, 00:07
"ლივერპულის“ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები

ქალაქ ლივერპულში ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მიერ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე მოხდა.
ქალაქის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.