ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ის გარდაცვალების გამო - ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ის გარდაცვალების გამო - ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია და ეს ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.