არქივი24 მაისი, 2025, 14:22
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავებების გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ - დემოკრატიული უკუსვლა, უსაფუძვლო დაკავებები არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.