არქივი3 თებერვალი, 2025, 11:09
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
„ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.