ლიეტუვის საგარეო: გვარამიას დაკავება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის რეაგირებას ახლავე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას დაკავებას X-ზე ეხმაურება და ევროკავშირისგან 27-ვე ქვეყნისგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნუკა გვარამიას გადაწყვეტილება კარგად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მთავრობაშია.
„ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტის და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ძალა სინამდვილეში.
აუცილებელია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ახლავე და სერიოზული განხილვა ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC) იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ფორმატი. ის, რომ დროული რეაგირება შეუძლებელია, არ აუქმებს პასუხისმგებლობას”, – წერია უწყების განცხადებაში.
The most recent decision by Georgian Dream to imprison Nika Gvaramia, a political opponent and leader of the “Coalition for Change” party, is a remarkable demonstration of what this political entity actually represents. (1/2) — Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) June 13, 2025

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად