ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

უკრაინა მიმდინარე კვირაში ლიეტუვისგან 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი ევროა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალიენემ განაცხადა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს აგზავნის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის ბოლო სხდომაზე ასევე დამტკიცდა სახელმწიფო აქტივების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეამცირებს უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პროცესში ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.