პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვამ 2025 წლის სემესტრული გაცვლითი პროგრამების სასტიპენდიო სიიდან საქართველო ამოიღო

ლიეტუვამ 2025 წლის სემესტრული გაცვლითი პროგრამების სასტიპენდიო სიიდან საქართველო ამოიღო

ლიეტუვამ 2025 წლის სემესტრული გაცვლითი პროგრამების სასტიპენდიო სიიდან საქართველო ამოიღო.
ვებ-გვერდზე, სადაც 2025/2026 სასწავლო წლის გაცვლითი პროგრამების სასტიპენდიო ქვეყნებია ჩამოთვლილი, საქართველო აღარ არის.
ეს ნიშნავს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ქართველი სტუდენტები მომდევნო სემესტრში გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის ქვეყნების მხრიდან შეზღუდვა საქართველოს განათლების სფეროს შეეხო. 26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.
გერმანიის მხრიდან ეს შეზღუდვა ჯერჯერობით არ შეეხო გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსთვის, რაც დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.