ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტი გადასცა.
„ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას“, - წერს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა აღნიშნა, რომ ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.