არქივი25 ნოემბერი 2024, 07:07
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას გასულ კვირაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინას გადასცეს გენერატორები, M113 ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა.
„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. ამ კვირაში გენერატორები, M113-ის სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცათ“, - აღნიშნულია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.