ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

ევრობასკეტი 2025 დაიწყო. გახსნით შეხვედრეაში ლიეტუვა დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდა და მარტივად 94:70 დაამარცხა.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო იონას ვალანჩუნასი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. "დენვერ ნაგეტსის" ცენტრს მხარი აზულას ტუბელისმა აუბა, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
როკას იოკუბაიტისმა გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რაც შეეხებათ ბრიტანელებს, აკვას იებოამ აქტივში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი ჩაიწერა.
ლიეტუვა მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, მონტენეგროსთან ჩაატარებს, ბრიტანეთი ამავე რიცხვში ფინეთს შეხვდება.
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ - საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.