ლიეტუვამ ბელორუსს ჩვენ ჯგუფში მატჩის გამართვაზე უარი უთხრა - რას გადაწყვეტს სფფ ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრისთვის
ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციამ ბელორუსიასთან მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედგარას სტანკევიჩიუსმა განაცხადა.
"ჯგუფი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია და ყველა მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ბელორუსიის ქალთა ნაკრებთან თამაშს ნამდვილად არ ვგეგმავთ.
იმედი მაქვს, UEFA მხოლოდ ტექნიკური წაგებით შემოიფარგლება და დისკვალიფიკაციას არ მოგვცემს", - განაცხადა სტანკევიჩიუსმა.
ბელორუსიის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში საქართველოსთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ბელორუსები რუსეთთან კავშირის გამო საერთაშორისო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების
თვალწინ ატარებენ.
საინტერესოა, რომ 3 აპრილს საქართველო გასვლაზე სწორედ ბელორუსს უნდა დაუპირისპირდეს. ჯერჯერობით უცნობია, იტყვის თუ არა სფფ-იც უარს ამ შეხვედრაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.