ლიეტვუაში ჯარისკაცებს “არამეგობრულ ქვეყნებსა” და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობა აეკრძალებათ

ლიეტვუაში განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჯარისკაცებს “არამეგობრულ ქვეყნებში” მოგზაურობა აეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში შედის საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიც.
აკრძალული ქვეყნების სიაში მოხვდება და მის მიერ ოკუპირებული , ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, , მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და საქართველოს, დროებით ოკუპირებული სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები.
კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია განსაზღვროს შემთხვევები, მათ შორის გამონაკლისები პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ჯარისკაცები შეძლებენ გაემგზავრონ სიაში შეტანილ უცხო ქვეყნებში ან ტერიტორიებზე ნებართვით ან გამგზავრების შესახებ ინფორმაციის დეკლარაციის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში იანვრიდან შევა.