ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს - ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია მედიას კადაფის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა. ამის შესახებ წერს BBC-იც, რომელიც იუწყება, რომ კადაფის შვილის სიკვდილის შესახებ მისი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა. BBC ციტირებს მის დასაც, რომელმაც თქვა, რომ ის ალჟირის საზღვართან ახლოს გარდაიცვალა, თუმცა, რა ვითარებაში, არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი მამის მმართველობის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.