ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი

BBC მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციაზე (IOM) დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. 25 გადარჩენილ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება გაეწია.
არსებული ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა და ის, სავარაუდოდ, დიდი ტალღების გამო ჩაიძირა.
IOM-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბია ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში შესვლას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს