ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანში 70 ათასი ადამიანია სახელდახელო თავშესაფრებში, ისრაელი თავდასხმებს განაგრძობს

ლიბანში 70 ათასი ადამიანია სახელდახელო თავშესაფრებში, ისრაელი თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო ათი ათასობით ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი მიატოვოს და საგანგებო თავშესაფრებს მიაშუროს.
70 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული საგანგებო ცენტრებში, განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაუოლაუიმ. სახელდახელო თავშესაფრებად გადაკეთდა უპირატესად სკოლები. ქვეყნის სამხრეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება.
სირიაში მოქმედი სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ასი სირიელი დევნილი იქნა მოკლული.
ლიბანს თავს აფარებს მილიონ ნახევარი სირიელი, რომლებიც ომსა და რეპრესიებს გაექცნენ.
სირიის მონაცემებით, კვირის დასაწყისიდან სირიას ლიბანიდან მიაშურა 22 ათასმა ადამიანმა.
ამის ფონზე ლიბანში ისრაელი განაგრძობს თავის იერიშს ჰეზბოლას წინააღმდეგ. გერმანიის მედიის თანახმად, არმია განაგრძობს იერიშს ბეირუთზე, თუმცა დეტალები არ ვრცელდება.
ლიბანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბეკაას ველზე სირიელი მუშების საცხოვრებელზე თავდასხმისას 24 სექტემბრის საღამოს 20 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო წინადადება უარყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ უფრო მეტი ძალით შევებრძოლებით ტერორისტულ ორგანიზაციას, სანამ ისინი რაკეტების სროლას არ დაანებონ თავს, რათა საზღვრისპირა არეალებში ისრაელის მოქალაქეებმა შეუძლონ შინ დაბრუნება.
აშშ-თან და საფრანგეთთან ერთად, ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროპის სხვა და არაბულმა ქვეყნებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.