ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters და The Times of Israel ავრცელებენ.
გამოცემების ცნობით, ლიბანში მეორე დღეა აფეთქებები ისმის, ამჯერად ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლებს პორტატიული რადიომიმღებები და რაციები აუფეთქდათ.
აფეთქებები დაფიქსირებულია ლიბანის სამხრეთში და დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ უბნებში. Reuters-ის ცნობით, მათ პორტატიული რადიომიმღებები აუფეთქდათ, რომლებიც “ჰეზბოლამ” ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმ პერიოდში რაც პეიჯერები, რომლებიც გუშინ აუფეთქდათ.
The Times of Israel-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ცნობილია სამი დაღუპულისა და ასობით დაჭრილის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.