ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ სიდონში დაღუპული ხალილ მაკდაჰი პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმები მაკდაჰები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებს იარაღსა და ფულს აწვდიდნენ და წლების განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან თანამშრომლობდნენ.
„ფატაჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრის, ტოფიქ ტირავის განცხადებით, მაკდაჰის მკვლელობით ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება სურს.
„ფატაჰის“ ოფიციალური პირის მკვლელობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება სურს“, – განაცხადა ტირავიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ