ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონებად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ აცნობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.