ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანის საგარეო მინისტრი - იმედი მაქვს, ისრაელს ესმის, რომ ჩვენთან ომი მათთვის „პიკნიკი“ არ იქნება

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბდულა ბუ ჰაბიბი ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ქვეყნებს შორის ომი დაიწყება, ეს მათთვის „პიკნიკი“ არ იქნება.
”იმედი მაქვს, მათ ესმით, რომ ომი არ იქნება მათთვის პიკნიკი”, - ციტირებენ მედია საშუალებები ლიბანელ მინისტრს.
მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. "ომი ღაზაში უნდა დასრულდეს. საკმარისია", - აღნიშნა აბდულა ბუ ჰაბიბმა.
მანამდე, პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა „ჰამასს“, მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ღაზაში საომარი მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა შესთავაზა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.