პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ლიბანიდან ქვეყნის ჩრდილოეთით 40-ამდე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი რაკეტა მოიგერიეს, ზოგი კი - ღია ტერიტორიებზე დაეცა.
ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ბაზას ათობით „კატიუშას“ რაკეტით დაარტყა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.