არქივი8 იანვარი, 2024, 13:39
ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა – მედია
სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ელიტარული ძალების, რადვანის, უფროსი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით, ჰეზბოლას დაღუპული მეთაურის ვინაობასაც ასახელებს. მედიის ცნობით, დაღუპული ვისამ ალ-ტავილია, რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.
მედიის ცნობით, ვისამ ალ-ტავილია და ჰეზბოლას კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ლიბანის ერთ-ერთ სოფელში მათ მანქანას რაკეტა მოხვდა.
მომხდარის შესახებ ისრაელის მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.