ლექსმანი მელიას დაკავებაზე: სამწუხარო და მიუღებელია, რომ EU არ მოქმედებს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი X-ის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “მიუღებელია, რომ ევროკავშირი არ მოქმედებს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში“.

მისი თქმით, “საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა“.

სამწუხაროა და მიუღებელია, რომ ევროკავშირი არ მოქმედებს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში. საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა. არ შეგვიძლია მხარი არ დავუჭიროთ,” – წერს ლექსმანი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?