ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლერი აბულაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ლერი აბულაძე 13 თებერვალს, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დააჯილდოვა.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების ლიდერს შარშანდელი წარმატებები დაუფასეს - 2023-ში მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაუმარცხებლად იჭიდავა და „ოქროს დუბლი“ შეასრულა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი კი ლერი აბულაძისთვის წარუმატებელი გამოდგა - მეოთხედფინალში წააგო და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
აპრილში ლერი აბულაძე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 60 კილოგრამში შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას, რადგან მისი წონა ოლიმპიურ პროგრამაში არაა შეტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.