ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს… – დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას შესახებ წერს.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ლომჯარიას ლეონიდ ილიას ძემდე ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს.
„დღეს ნინო ლომჯარიამ შალვა პაპუაშვილი მის არაჯეროვან დაფასებაში შეარცხვინა და მას თავისი „ჩინ-მედლების“ ნუსხა და აღიარებების დონე შეახსენა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, საფრანგეთის ღირსების ორდენი, მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრობა… საოცარია, მაგრამ არც ერთი ქართული მედალი თუ ორდენი, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას თუ ვიქტორ იანუკოვიჩს რომ ერგო, მის კოლექციაში არაა. ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.