ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ87 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც

კობა ფარტენაძის ადვოკატი – ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს – პროცესს ხვალ ველოდებით