ლენინგრადის ოლქში დრონებმა პორტზე იერიში მიიტანეს

21 იანვარს, გამთენიისას ძლიერი ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას საზღვაო პორტში. ცეცხლი გაუჩნდა კომპანია Novatek-ის კუთვნილ ერთ-ერთ ტერმინალს. დაზიანდა გაზის დიდი საცავი. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. თუმცა, fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი გამოიწვია დრონის თავდასხმას. გამოცემა 47.News ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს დაახლოებით 00:30 საათზე ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში, თუმცა პორტს დრონებმა დაახლოებით 03:20 საათზე შეუტიეს.

უსტ-ლუგაში მდებარეობს დიდი ნავთობქიმიური ქარხანა “ნოვატეკი”, რომელიც გადაამუშავებს გაზის კონდენსატს (საბოლოო პროდუქტებია ნაფტა, ნავთი, დიზელის ფრაქცია და მაზუთი). აქედანვე, პორტში კომპანიის საკუთარი ტერმინალის მეშვეობით, პროდუქცია იტვირთება გემებზე და იგზავნება ექსპორტზე. Fontanka-ს ცნობით, კვირას ღამით „ნოვატეკის“ ნავმისადგომზე იმყოფებოდა სამი გემი ბელგიიდან, ომანიდან და ლიბიიდან.

ასევე 21 იანვარს გამთენიისას დრონებმა შეუტიეს ტულის, სმოლენსკის და ორიოლის ოლქებს, სადაც, როგორც რუსული მეტია ამტკიცებს, ისინი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უპილოტო თვითმფრინავების იერიშებს „ს რეჟიმის ტერორისტულ თავდასხმებს” უწოდებს. უკრაინული მხარე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს.