ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლელო - ძლიერი საქართველო“ - „ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! - სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!

„ლელო - ძლიერი საქართველო“ - „ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! - სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!

„ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! - ამის შესახებ ნათქვამია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება" ყოველდღიურად ამძაფრებს ბრძოლას თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ.
„კიდევ უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონმდებლობას, პატიმრობას უსჯის სამოქალაქო აქტივისტებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრება მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, უკიდურესად ზღუდავს აზრის თავისუფალ გავრცელებას და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს მითვისებულ ძალაუფლებას.
ეს ილუზია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე დაემსხვრევა.
სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.