არქივი6 მარტი, 2025, 14:39
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება

საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გრიგოლ გეგელია ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, გერტ ანცუსა და რინა კალიურანდს შეხვდნენ.
ოპოზიციონერი ლიდერები აგრეთვე, შეხვდნენ ევროპის წამყვანი „თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის“ (ICDS) ლიდერებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.