არქივი28 ოქტომბერი, 2025, 13:57
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - პარტიის ცენტრალურ შტაბში მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმა მომავალი სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები შეაჯერეს

დღეს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ცენტრალურ შტაბში მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმა მომავალი სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები შეაჯერეს. ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე დეპუტატებს პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს და მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ წარმომადგენლობა საქართველოს მასშტაბით 57 საკრებულოში აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.