ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
“სალომე სამადაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პოლიტიკაზე, საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში.
კონფერენცია, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა გახსნა განიხილავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და პრიორიტეტებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.