ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელეს თემაზე - „როგორ უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოიკოტით თუ ადგილობრივი არჩევნების გზით“

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელეს თემაზე - „როგორ უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოიკოტით თუ ადგილობრივი არჩევნების გზით“

როგორ უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოიკოტით თუ ადგილობრივი არჩევნების გზით - ამ თემაზე დღეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონის მოსახლეობის განწყობები გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, „რომელთა წინაშეც დგას დღეს საპროტესტო საზოგადოება ქვეყნის მასშტაბით“.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი არჩევნებისა და ბოიკოტის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს მართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.