„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთის სოფლებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს

მეშვიდე დღეა “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან.
„სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქვილორია. მუშაობს ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს