ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე

„ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე
საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასაახლოებლად და ახლა იწყება ჩვეულებრივი რუტინული საქმე, რასაც ჰქვია მოლაპარაკების გახსნა, რომელიც იქნება უამრავი. ბევრჯერ გაიხსნება და დაიხურება მოლაპარაკებები. თემა არის აქტიურ სამუშაო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილთან მოხდა გარკვეულ საკითხებში შეთანხმება, მაგრამ „ლელო“ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ბოიკოტს უცხადებს.
„9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით ხელისუფლება არის მოწადინებული, აბსოლიტურად ყველაფერს აკეთებს, ისევე როგორც ეს იყო 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, გუშინდელი შეხვედრა გარკვეულწილად იმ ნაწილ ოპოზიციასთან, ვინც იყო წარმოდგენილი, ბევრ საკითხებში გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა და ეს იყო კარგი. დარჩა საკითხები, გადავიდა შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ ის რასაც „ლელო“ აკეთებს, საქართველოს მმართველ ძალას კი არ უცხადებს ბოიკოტს, არამედ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე, რა ძალას წარმოადგენს და საით სურს საქართველოს წაყვანა, ყოფილ კომკავშირელს, დღეს რომ ვიღაცების რეპრესიებზე საუბრობს და სურვილი აქვს პროკურორის მანტია მოირგოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
Previous: ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.