“ლელოში” არიან ლიდერები, რომლებიც გამოკვეთილად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ლელოში” არიან ლიდერები, რომლებიც გამოკვეთილად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს.
მისი განმარტებით, “ლელომ” ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით საკუთარი საქმე უკვე გააკეთა.
“ლელოში” არიან ლიდერები, რომლებიც გამოკვეთილად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. “ლელომ” თავის საქმე უკვე გააკეთა, ანუ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები აჩვენა საქართველოს. მათი ნებისმიერი სტრატეგია, გეგმა თუ წარდგინება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხისთვის საინტერესო, თუ მარშალი ხაზარაძე ახსნის ქალბატონი სამადაშვილის დღევანდელ პოზიციას – შეცდომა დაუშვა ევროპამ, თუ არ დაუშვა, რომ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. თუ მარშალი ხაზარაძე ამ შეხვედრაზე ახსნის მათი ლიდერების ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი მათ ნებისმიერ ბოდვაზე. უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ ისინი არიან მესამე ძალა, რეალურად მესამე ძალა კი არ არიან, არანაკლები დამნაშავეები არიან “ნაცმოძრაობის” ლიდერებთან ერთად”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები