“ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.
პარტიის განცხადებით, გეგელიას სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
როგორც მოგვიანებით მან “ტვ პირველთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა, უცნობი პირი მას ტელეფონით ვიდეოს უღებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა.
“მოვუყვებოდი აღმართს, ამ დროს ვიღაც პირი დამეწია უკნიდან. უკვე ჰქონდა გამზადებული ტელეფონი, რომლითაც იღებდა ვიდეოს. უკბე მიზანში ვყავდი ამოღებული, ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მკითხა, ხომ ვარ პოლიტიკოსი, ვუთხარი, რომ ვარ. სცადა ყველაფერი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება. მეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ოჯახშიც ლანძღავს, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმეა და სააკაშვილის ყველაზე დიდი მომხრეები “ქართულ ოცნებაში” უზის. სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ქოცები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის სისტემის განუყოფელი ნაწილი.
მე ვარ მხნედ და ვიქნები მხნედ ბოლომდე, სანამ ჩემს მეგობრებთან და ქართველ ერთან ერთად, ამ ბოროტმოქმედ, ლაჩრულ რეჟიმს ისტორიისა და პოლიტიკის სანაგვეზე ადგილს არ მივუჩენ. ეს არის ენითაღუწერელი ბოროტება”, – თქვა გრიგოლ გეგელიამ.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, მან პოლიციას გადასცა მანქანის ნომერი, რომლის მძღოლიც აყენებდა მას შეურაცხყოფას და საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რადგან თვლის, რომ აღნიშნული პირი უნდა დაისაჯოს.
“ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა, მაგრამ მე პოლიციას გადავეცი მისი მანქანის ნომერი და ბოლომდე მივყვები ამ საქმეს. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. რეალურად, თავში რამდენჯერმე დამარტყა თუ რა ქნა, ეს არაფერს ნიშნავს. არაფერი გამოუვიდა და არაფერი გამოუვა. ამათ არ ესმით, რომ ჩვენ არ ვართ კობახიძეები, 25 კაციან დაცვაში ჩამალული, საკუთარი ჩრდილისაც რომ ეშინიათ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის, ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს.
სასაცილოდაც არ მყოფნის “ქართული ოცნება” მისი ტიტუშკები და მისი მომხრეები. მე ვიბრძვი ამ ქვეყნისთვის და ამაზე ძვირფასი და დიდი არაფერი არ არის. ეს არის პრივილეგია, რომ ამ გეოპოლიტიკურ მომენტში, ამ ვითარებაში ქართული სახელმწიფოსთვის იბრძოდე. ვერცერთი მუშტი და დაშინების მცდელობა ამას ვერ შეცვლის”, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა